Legal Bridge Consulting არის საქართველოში ერთ-ერთი პირველი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების მიმართულებით. კომპანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციას, წარმომადგენლობასა და ადმინისტრაციული პროცესების სრულ მართვას.
კომპანიის მთავარი უპირატესობაა დამფუძნებელი პარტნიორებისა და გუნდის მიერ საჯარო სექტორში დაგროვილი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, ინსტიტუციური ცოდნა და ადმინისტრაციული პროცესების სიღრმისეული გააზრება. სწორედ ეს გამოცდილება მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული მომსახურება.
კომპანია 2026 წლის 5 მარტს დაარსდა იმ იდეით, რომ საჯარო სექტორში დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული უნარები ხელმისაწვდომი გამხდარიყო როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ბიზნესისთვის. კომპანიის ოპერირების პერიოდში მის ანგარიშზე უკვე არაერთი წარმატებით დასრულებული საქმე და პროექტია, რაც პროფესიონალიზმის, მომხმარებლის ნდობისა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომის დასტურია.
კომპანიის პარტნიორები პირადად არიან ჩართულნი მომსახურების გაწევის თითოეულ ეტაპზე და მომხმარებლისთვის ამუშავებენ ინდივიდუალურ სტრატეგიას, რომელიც მის საჭიროებებსა და მიზნებზეა მორგებული.
მისია
მომხმარებელსა და სახელმწიფო უწყებებს შორის სანდო და ეფექტიანი კავშირის შექმნა, მაღალი ხარისხის იურიდიული კონსულტაციის, წარმომადგენლობისა და ადმინისტრაციული პროცესების პროფესიონალური მართვის უზრუნველყოფა.
ხედვა
დაიმკვიდროს ადგილი, როგორც საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე სანდო და პროფესიონალმა საკონსულტაციო კომპანიამ სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების სფეროში.
ღირებულებები
სტრატეგიული და ეფექტიანი მიდგომა — თითოეული საქმის ინდივიდუალური ანალიზი, სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რისკების მართვა და პროცესების ეფექტიანი ორგანიზება.