Open Centered Modal

Legal Bridge Consulting არის საქართველოში ერთ-ერთი პირველი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების მიმართულებით. კომპანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციას, წარმომადგენლობასა და ადმინისტრაციული პროცესების სრულ მართვას.

კომპანიის მთავარი უპირატესობაა დამფუძნებელი პარტნიორებისა და გუნდის მიერ საჯარო სექტორში დაგროვილი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, ინსტიტუციური ცოდნა და ადმინისტრაციული პროცესების სიღრმისეული გააზრება. სწორედ ეს გამოცდილება მომხმარებელს  საშუალებას აძლევს მიიღო ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული მომსახურება.

კომპანია 2026 წლის 5 მარტს დაარსდა  იმ იდეით, რომ საჯარო სექტორში დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული უნარები ხელმისაწვდომი გამხდარიყო როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ბიზნესისთვის. კომპანიის ოპერირების პერიოდში მის ანგარიშზე უკვე არაერთი წარმატებით დასრულებული საქმე და პროექტია, რაც პროფესიონალიზმის, მომხმარებლის ნდობისა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომის დასტურია.

კომპანიის პარტნიორები პირადად არიან ჩართულნი მომსახურების გაწევის თითოეულ ეტაპზე და მომხმარებლისთვის ამუშავებენ ინდივიდუალურ სტრატეგიას, რომელიც მის საჭიროებებსა და მიზნებზეა მორგებული.

მისია

მომხმარებელსა და სახელმწიფო უწყებებს შორის სანდო და ეფექტიანი კავშირის შექმნა, მაღალი ხარისხის იურიდიული კონსულტაციის, წარმომადგენლობისა და ადმინისტრაციული პროცესების პროფესიონალური მართვის უზრუნველყოფა.

ხედვა

დაიმკვიდროს ადგილი, როგორც საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე სანდო და პროფესიონალმა საკონსულტაციო კომპანიამ სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების სფეროში.

 

ღირებულებები

სტრატეგიული და ეფექტიანი მიდგომათითოეული საქმის ინდივიდუალური ანალიზი, სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რისკების მართვა და პროცესების ეფექტიანი ორგანიზება.

Modal Header

This is a modern, centered modal box inside the same page.

You can press the Esc key on your keyboard to close it, or click outside the box.